საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე ბრეგაძის მონოგრაფიის „გოეთეს ფაუსტი: სიმბოლიკა და პოეტიკა“ პრეზენტაცია

ამა წლის 9 ნოემბერს, შაბათს, 16:00 სთ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველ კორპუსში, აუდ. 206 გაიმართება თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, კონსტანტინე ბრეგაძის (გერმანული ფილოლოგიის კათედრა) მონოგრაფიის „გოეთეს ფაუსტი: სიმბოლიკა და პოეტიკა“ (გამომცემლობა „მერიდიანი“, 2024. 637 გვ.), პრეზენტაცია.

დასწრება თავისუფალია.

ჩვენში ეს არის პირველი მონოგრაფია გოეთეს „ფაუსტზე“. ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები: 1. ფაუსტის პერსონაჟის არსი, 2. მეფისტოს პერსონაჟის არსი,     3. გრეთჰენის ტრაგედიის სოციალური და გენდერული ასპექტები, 4. სიყვარულის (ეროსის) კონცეფცია „ფაუსტში“, 5. ფაუსტის >>ხსნის<< პრობლემატიკა, 6. მოდერნის ეპოქის ვიზიონები და პროგნოზი „ფაუსტში“, 7. განათლების საკითხები „ფაუსტში“,      8. „ფაუსტის“ სამი პროლოგი და გოეთეს ტრაგედიის პოეტოლოგიისა და პოეტიკის ასპექტები.

თარიღი: 30/10/2024